top of page

-10% დისტანციურ შეკვეთებზე

როგორ შევარჩიოთ წყლის დისპენსერი სახლისთვის

  • Jun 2
  • 3 min read

წყლის დისპენსერის ყიდვა სახლისთვის ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივ გადაწყვეტილებას ჰგავს. თუმცა, ჰიდრატაცია ჯანსაღი ცხოვრებისა და ყოველდღიურობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. დილის რუტინა, ვახშამი, სტუმრებისთვის გემრიელი სასმლის მომზადება ან უბრალოდ გრძელი დღის შემდეგ გაგრილებაც კი სრულიად წარმოუდგენელია გემრიელი წყლის გარეშე. სწორად შერჩეული წყლის დისპენსერი სწორედ ამ ყველაფრის გამამარტივებელ და გამაჯანსაღებელ ასპექტს უნდა წარმოადგენდეს, თქვენი ოჯახის ყოველდღიურობაში ზედმეტი არეულობისა და კომპლექსურობის შემოტანის გარეშე.


საუკეთესო წყლის დისპენსერი სახლისთვის პირდაპირ წყლის მილს უნდა უერთდებოდეს და თანამედროვე ფილტრაციის სისტემით უნდა გამოირჩეოდეს. იგი ასევე უნდა ასხავდეს ცივ, ცხელ და ოთახის ტემპერატურის წყალს, რათა მთელი ოჯახის ინტერესები დააკმაყოფილოს. ავტომატური წყლის დისპენსერი ასევე უნდა გამოირჩეოდეს კომპაქტურობით, რათა ნებისმიერი სტილის სამზარეულოს ბუნებრივად მოერგოს, დახლზე წყლის სხვადასხვანაირი ჭურჭლის განთავსების საჭიროების გაქრობასთან ერთად.

სახლისთვის წყლის დისპენსერის შერჩევისას აუცილებელია ოჯახში წყლის მოხმარების რუტინებზე დაკვირვება 


ოჯახისთვის ახალი წყლის დისპენსერის შეძენამდე აუცილებელია დააკვირდეთ იმას, თუ თითოეული ოჯახის წევრი როგორ და რა რაოდენობით მოიხმარს წყალს დღის განმავლობაში. ასევე გასათვალისწინებელია, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს ერთ სახლში და მათ შორის რამდენია ასაკოვანი, მოზარდი ან მცირეწლოვანი. ოჯახების უმრავლესობისთვის, ცივი, ცხელი და ოთახის ტემპერატურის ჩამომსხმელი დისპენსერი ყველაზე პრაქტიკული არჩევანია. კარგმა ავტომატურმა დისპენსერმა ყველანაირი მოთხოვნა თვითონვე უნდა დააკმაყოფილოს, ზედმეტი დოქებისა და ჩაიდნების გამოყენების გარეშე. 


უბალონო წყლის დისპენსერი სამუდამოდ აქრობს წყლის ბოთლების შეკვეთის საჭიროებას და მისი დამსახურებით, წყლის ჭურჭლის შევსებაზე ფიქრიც აღარ გჭირდებათ. რაც მთავარია, თანამედროვე ბაზარზე უკვე არსებობს ისეთი ალტერნატიული შეთავაზებები, რომლებიც ოჯახებისთვის მოხერხებული სააბონენტო გადახდის მეთოდებით გამოირჩევა. ყოველთვიური მცირე გადასახადი კომპანიის სპეციალისტების მიერ ფილტრების გეგმურ შეცვლასაც მოიცავს, რისი დამსახურებითაც თქვენი ოჯახის წევრებს არც დისპენსერის მოვლაზე და არც მის პროფილაქტიკაზე ზრუნვა აღარ სჭირდებათ. ნამი 8-ს სახლის წყლის დისპენსერის შეძენა სწორედ ასეთი უპირატესობებით გამოირჩევა და მათი პროფესიონალი ტექნიკოსების გუნდი სახლში ვიზიტსაც უფასოდ ახორციელებს, ნებისმიერი ტექნიკური საკითხის გადასაჭრელად.


უბალონო წყლის დისპენსერი სახლისთვის

ბალონიანი წყლის დისპენსერი თუ უბალონო წყლის დისპენსერი - რომელი ჯობს სახლისთვის?


სახლის წყლის დისპენსერი ყავის და ჩაის მოსამზადებლად შესაფერის ტემპერატურაზე, ულიმიტოდ უნდა აცხელებდეს წყალს, რათა ყოველდღიური რუტინები თუ მეგობრების სტუმრობა კომფორტულ გამოცდილებად აქციოს. ასევე, სახლში განთავსებულ აპარატს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ისეთი ღილაკების ბლოკირების სისტემა, რომლებიც ბავშვების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ნამი 8-ს საოჯახო წყლის დისპენსერები სწორედ ასეთი თანამედროვე სისტემითაა აღჭურვილი. ისინი ასევე ეკო-მეგობრული რეჟიმითაც გამოირჩევიან და მათი მრავალსაფეხურიანი ფილტრაციის სისტემა სწორედ ბავშვებისა და მთელი ოჯახისთვის ჯანსაღი წყლის მიწოდებაზეა გათვლილი. მსგავსი მაღალი სტანდარტებით ბალონიანი წყლის დისპენსერი ვერ გამოირჩევა.


ნამი 8-ს წყლის დისპენსერები მომენტალურად, ავზში დაგროვების გარეშე აცხელებენ წყალს და შესაბამისად, ყოველდღიური ოჯახური რუტინებისთვის ყველაზე ჯანსაღი წყლის ჩამოსხმას უზრუნველყოფენ. ამასთანავე, მათი გამოყენებით, ღილაკზე ერთი შეხებითაა შესაძლებელი ბავშვის ფორმულის მოსამზადებლად საჭირო ტემპერატურის წყლის ჩამოსხმაც. რაც მთავარია, აღნიშნული სახლის დისპენსერის შეძენა საკმაოდ მისაღები ფასის მქონე სააბონენტო სისტემითაა შესაძლებელი და მსურველებს დისპენსერის ერთიანი გადახდით ყიდვაც შეუძლიათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ნამი 8 დისპენსერის ინსტალაციასა და ფილტრების შესაცვლელად სახლში გეგმური ვიზიტების განხორციელებას უფასოდ სთავაზობს მომხმარებლებს.


ხშირად დასმული კითხვები


საჭიროა თუ არა ბავშვიანი ოჯახებისთვის სახლის წყლის დისპენსერი?

საოჯახო წყლის ბარი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვიანი ოჯახებისთვის, რადგან მისი მრავალსაფეხურიანი ფილტრაციის სისტემა ხელს უწყობს წყლის გემოსა და ხარისხის გაუმჯობესებას. ამასთანავე, წყლის ავტომატური დისპენსერი პირდაპირ ბავშვის ფორმულის მოსამზადებლად საჭირო ტემპერატურის წყლის ჩამოსასხმელადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

რამდენად მნიშვნელოვანია მომსახურების დონე სახლის წყლის დისპენსერის ყიდვისას?

აუცილებელია, რომ წყლის დისპენსერის ყიდვა და სააბონენტო გადასახადი მოიცავდეს ინსტალაციას, ფილტრების რეგულარულ შეცვლასა და ტექნიკური მომსახურების გრძელვადიან გარანტიას. ნამი 8 სწორედ ასეთი სერვისით გამოირჩევა.

რომელი ტიპის დისპენსერი სჯობს სახლში დასადგმელად?

სახლში ინსტალაციისთვის უმჯობესია შეარჩიოთ უბალონო წლის დისპენსერი, რომელიც პირდაპირ წყლის მილს უერთდება და კომპაქტური დიზაინით გამოირჩევა. ასეთი წყლის დისპენსერები იდეალურად ფილტრავენ და აცხელებენ წყალს, ავზში დაგროვების გარეშე. საოჯახო წყლის ბარებს შორის მსგავსი უპირატესობებით გამორჩეული წყლის დისპენსერებია ALMA და ULTRA - მათი ინსტალაცია არ საჭიროებს სამზარეულოს დაზიანებას ან ინტერიერის მნიშვნელოვან ცვლილებას.


 
 
bottom of page