დაბრუნების და შეცვლის პოლიტიკა
ნამი 8-ს პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას დააბრუნოთ უკან ან შეცვალოთ შეძენილი პროდუქტი წინამდებარე პოლიტიკის მე-2 მუხლის შესაბამისად.
პროდუქტის დაბრუნების შეცვლის წინაპირობები
2.1. პროდუქტის დაბრუნება/შეცვლა შესაძლებელია, მისი მიღებიდან/ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში თუ არსებობს წინამდებარე წესებით გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები:
-
პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ აღწერილობას;
-
პროდუქტს აქვს აშკარა ნაკლი, რაც შეუძლებელს ხდის მის გამოყენებას დანიშნულებისამებრ;
-
პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
-
პროდუქტი შეძენილია დისტანციურად ან/და გარიგება დადებულია სარეწის გარეთ;
2.2. პოლიტიკის 2.1 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება მომხმარებელს.
2.3. მიწოდებული პროდუქტი არ ექვემდებარება დაბრუნება/შეცვლას თუ:
-
გასულია პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის დადგენილი 14 (თოთხმეტი) კალენდარულ დღიანი ვადა;
-
პროდუქტის მიღების შემდგომ მომხმარებელმა გამოიყენა, დააზიანა, გაანადგურა ან სხვა ფორმით დაუკარგა პროდუქტს ჩვეულებრივი დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა;
დაბრუნება/შეცვლის პროცედურა და წესები:
3.1. მომხმარებელს უფლება აქვს მიღებული პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის მოთხოვნით, ნამი 8-ს შეტყობინების სახით, მიმართოს ვებ-გვერდ https://www.nami8.ge-ზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: info@nami8.ge ან დაუკავშირდეს ნამი 8-ს მომსახურების ცენტრს ნომერზე *1818, სადაც უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:
-
შეკვეთის განთავსების თარიღი;
-
შეკვეთის მიღების თარიღი;
-
მომხმარებლის სახელი/გვარი, მისამართი;
-
შეტყობინების გაგზავნის თარიღი;
3.2. იმ შემთხევაში თუ მომხმარებლის მიერ მიღებული პროდუქტი ექვემდებარება დაბრუნებას, მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა ნამი 8-ს მიერ მომხმარებელს უბრუნდება შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში შემდეგი წესით:
3.2.1. მომხმარებელი აბარებს დასაბრუნებელ პროდუქტს ნამი 8-ს მიერ განსაზღვრულ მესამე პირს ან აგზავნის პროდუქტს ფოსტის ან სხვე ნებისმიერი საშუალებით დაუყონებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ამ მუხლის 3.1. პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში. წყლის ბარის შემთხვევაში, ნამი 8-ს კომპანიის წარმომადგენელი ადგილზე მივა და თვითონ წაიღებს მოწყობილობას ადგილიდან.
3.2.2. ნამი 8-ს უფლება აქვს უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ პროდუქტს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს პროდუქტის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
3.2.3. ნამი 8-ს მიერ მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება ხდება იმავე საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით, რომლითაც მომხმარებელმა განახორციელა ტრანზაქცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი თანხმობას აცხადებს სხვა ფორმით ანაზღაურების მიღებაზე.
3.3. იმ შემთხევაში თუ მომხმარებლის მიერ მიღებული პროდუქტი ექვემდებარება შეცვლას, ნამი 8-ს მიერ მომხმარებლისათვის პროდუქტის შეცვლა ხდება შემდეგი წესით:
3.3.1. მომხმარებელი აბარებს შესაცვლელ პროდუქტს ნამი 8-ს მიერ განსაზღვრულ მესამე პირს ან აგზავნის პროდუქტს ფოსტის ან სხვე ნებისმიერი საშუალებით დაუყონებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ამ მუხლის 3.1. პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში;
3.3.2. ნამი 8 უგზავნის ან სხვა ნებისმიერი ფორმით გადაცემს მომხმარებელს შეცვლილ პროდუქტს მომხმარებლის მიერ შესაცვლელი პროდუქტის დაბრუნებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში.
3.4. მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელი/შესაცვლელი პროდუქტის ნამი 8-მდე ტრანსპორტირების პირდაპირ ხარჯს იღებს მომხმარებელი.
3.5. იმ შემთხევაში თუ მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად შეცვლილი პროდუქციის მიწოდების ხარჯი აღემატება შესაცვლელი პროდუქციის მიწოდებისათვის გაწეულ ხარჯს, ასეთ შემთხევაში მომხმარებელი ვალდებულია აანაზღაუროს შესაბამისი ფასთა შორის სხვაობა.
3.6 იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ფასი შემცირდა გამოყენების გამო, რომელიც არ უკავშირდება პროდუქტის ბუნებას, მახასიათებლებსა და ფუნქციონალურობას, მომხმარებელი ვალდებულია დაფაროს პროდუქტის ღირებულების შემცირების შედეგად წარმოქმნილი სხვაობა.
3.7 მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლა ავტომატურად იწვევს მომხმარებლის გამოსვლას დამხმარე ხელშეკრულებიდან და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.