-10% დისტანციურ შეკვეთებზე
მომსახურების წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „ნამი 8“-ს (ს/კ: 405514019), (შემდგომში ყველგან მოხსენიებული როგორც „ნამი 8“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ ნამი 8-ს ვებ-გვერდის https://www.nami8.ge გამოყენებას. ნამი 8-ს ვებ-გვერდი ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურებები შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც ნამი 8-ს პლატფორმა.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ნამი 8 თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
ნამი 8-ს მომსახურების შესახებ წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ეთანხმებით ნამი 8-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ნამი 8-ს მომსახურების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ეთანხმებით ნამი 8-ს პროდუქტის დაბრუნების და შეცვლის პოლიტიკას.
ნამი 8-ს მომსახურების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით ნამი 8-ს მიწოდების პოლიტიკას.
გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს ნამი 8-ს პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. ნამი 8-ს ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებელის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.
1. განცხადებები და გარანტიები
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
1.1. მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
1.2. გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები.
1.3. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი.
1.4. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში).
1.5. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
1.6. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული ნამი 8-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ ნამი 8-სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული.
1.7. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს.
1.8. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ნამი 8-ს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა.
1.9. ნამი 8 ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია ნამი 8-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.
1.10. მომხმარებელსა და ნამი 8-ს შორის შეთანხმების მიღწევისას იდება ხელშეკრულება (შემდგომში „ნასყიდობის ხელშეკრულება“), რომლის პირობები დამატებით მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს.
1.11. მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ:
1.11.1 ვებ-გვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას.
2. ნამი 8-ს მომსახურებით სარგებლობა
2.1. მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. ნამი 8 სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის/მონაცემების გამოყენების შედეგად დამდგარ შედეგზე, თუკი ამ ინფორმაციის უკანონო გამჟღავნება არ მომხდარა nami8.ge-ს მიერ.
2.2. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას მისი პერონალური მონაცემები და არ დაუშვას მათი უნებართვო გამოყენება მესამე პირების მიერ ნამი 8-ს მომსახურების მიღების მიზნით.
2.3. მომხმარებელი ვალდებულია, შეკვეთის განხორციელებისას უზრუნველყოს მისი პირადი ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. ნამი 8 არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. ნამი 8 უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა;
3. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები
3.1. მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3.2. მომხმარებლის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი.
3.3. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3.4. მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის ნამი 8-მ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.
4. მომხმარებლის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევა
4.1. მომხმარებლის მიერ შეკვეთის განხორციელებისათვის მომხმარებელი უნდა იყოს სრულწლოვანების ასაკს მიღწეული პირი, იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც იმყოფება მომხმარებელი.
4.2. მომხმარებელი შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
4.3. ნამი 8-ს ვებ-გვერდზე მითითებული საქონლის/მომსახურების ფასი წარმოადგენს იმ მომენტისთვის არსებულ ფასს.
4.4. მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი პროდუქტის დაბრუნების უფლებით, თანდართული დაბრუნებისა და შეცვლის პოლიტიკის შესაბამისად.
4.5. მომხმარებლის მიერ ნამი 8-ს პროდუქტი შეძენილად ითვლება და მომხმარებელს პროდუქტზე საკუთრების უფლება გადაეცემა მას შემდეგ, რაც ეს პროდუქტი კომპანიის მიერ მომხმარებელს ან მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ პირს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მიტანის ადგილას ჩაბარდება.
4.6. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული შეძენის ტრანზაქციის გაუქმება.
4.7. თუ კომპანია გააუქმებს მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციას, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა კომპანიის მიერ ტრანზაქციის გაუქმებამდე.
4.8. საიტზე ნაჩვენები ფასები მითითებულია ქართულ ლარში. მითითებულ ფასებში არ შედის ტრანსპორტირების ღირებულება ან სხვა გადასახადები. ყველა ასეთი თანხა დაემატება მთლიან ფასს.
5. ნამი 8-სა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება
5.1. მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას.
5.2. საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის ნამი 8.
5.3. საკრედიტო ბარათით გადახდის განხორციელებისას ნამი 8-ს მიერ გაწეული მომსახურების საფასური ემატება პროდუქტის ღირებულებას.
6. სარგებლობის შეზღუდვა
6.1. ნამი 8 იტოვებს ექსკლუზიურ უფლებას უარი თქვას მომსახურებაზე, ნებისმიერ დროს, თუ მომხმარებელი დაარღვევს ნამი 8-ის პოლიტიკას და/ან ნებისმიერ კანონს. ამ შემთხვევაში, ნამი 8 არ იქნება პასუხისმგებელი რაიმე დანაკარგზე და/ან ხარჯზე და/ან ზარალზე.
7. ნამი 8-ს პასუხისმგებლობის შეზღუდვა
7.1. თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა ნამი 8-ს ვებ-გვერდითა და პროდუქციით/მომსახურებით. ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებითა და დისკრეციით.
7.2. ნამი 8 უზრუნველყოფს თქვენს წვდომას ვებ-გვერდზე და მომსახურების გაწევას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.
7.3. ნამი 8 არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის.
7.4. ნამი 8 არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადაგამისამართებთ ვებ-გვერდიდან ან მისი მომსახურებიდან.
7.5. თქვენ ადასტურებთ, რომ ნამი 8 არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში.
7.6. თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნამი 8 არ იმუშავებს გამართულად, მონაცემების, კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ საიტის ან მისი შემადგენლობის უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში, ნამი 8 არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, რომელიც გამოიწვია ზემოაღნიშნულმა, და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება.
7.7. ნამი 8 არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის ნებისმიერი მიზეზით გაუქმებისას დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის.
7.8. წარმოდგენილი პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს წინამდებარე პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და პირობებით დადგენილი წესით.
8. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
8.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8.2. მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო.
8.3. ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით.
8.4. თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს.
9. ერთიანი ხელშეკრულება
9.1. წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.
10. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
10.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე - https://www.nami8.ge-ზე შესვლით და ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
11. ნივთის შეძენა და მიღების წესი
11.1. მომხმარებელი შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
11.2. შეძენილი პროდუქტის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს:
• თავად შემძენი (მომხმარებელი) პირადად.
• მომხმარებელის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი.
11.3. თუ მომხმარებელი არ იბარებს შეძენილ პროდუქტს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მან ნამი 8-ს უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რათა ნამი 8-მ მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება.
12. დაბრუნების პოლიტიკა
12.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ნამი 8-ს დაბრუნებისა და შეცვლის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე - https://www.nami8.ge-ზე შესვლით და ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით დაბრუნების პოლიტიკას და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
13. გარდამავალი დებულებები
13.1. წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე.
13.2. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე.
13.3. ნამი 8-ს უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს ნამი 8-ს საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ვებ-გვერდის, ნამი 8-ს ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა არხის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
13.4. მომხმარებელი, ნამი 8-სთან წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.
13.5. მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია ნამი 8-ს იურიდიული მისამართი.
13.6. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით.